მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 10:1

1. და ვიხილე და, აჰა, ზედაჲთ სამყაროსა, ზეშთა თავისა ქეროვიმთასა, ვითარცა ქვისა საპფირონისა, მსგავსებაჲ სახესა საყდრისასა მათ ზედა.2. და თქუა კაცისა მიმართ, მოსილისა სამოსლითა: შევედ საშუალ ეტლისთუალთა, ქუეშე კერძოთა ქეროვიმთასა, და აღივსენ მჭელნი შენნი ნაკუერცხლებითა ცეცხლისაჲთა საშუალისაგან ქეროვიმთასა და განაბნიე ქალაქსა ზედა. და შევიდა წინაშე ჩემსა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 10
1. და ვიხილე და, აჰა, ზედაჲთ სამყაროსა, ზეშთა თავისა ქეროვიმთასა, ვითარცა ქვისა საპფირონისა, მსგავსებაჲ სახესა საყდრისასა მათ ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...უფალი მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა“? და იოვანე ეწამების მას და იტყჳს: „ესაია თქუა, იხილა რაჲ დიდებაჲ მისი, და იტყოდა მისთჳს“. ანუ ეზეკიელისთჳს რაჲ ვთქუათ, რამეთუ მანცა ქერობინთა ზედა მჯდომარე იხილა? ანუ დანიელისთჳს რაჲ გულისხმა-ვყოთ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ძუელი დღეთაჲ მჯდომარე იყო“? და კუალად მოსესთჳს რაჲ მოვიგონოთ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „მიჩუენე დიდებაჲ შენი“? ხოლო იაკობ წოდებაჲცა სახელისაჲ ამისგან მიიღო, რამეთუ ისრაჱლ ეწოდა, რომელ არს „მხილველი ღმრთისაჲ“, (შდრ. დაბ. 32, 28-31) და სხუათაცა მრავალთა იხილეს იგი. ვითარ უკუე იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“? არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ იგი ყოველნივე განგებულებით ქმნილ იყვნეს, და არა თუ ბუნებითი არსებაჲ მისი უხილავს ვის, არამედ თითოსახენი ხილვანი იყვნეს განგებულებითნი.

რამეთუ უკუეთუმცა ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ ეხილვა მათ, არამცა თჳთოეულსა სხუად-სხუად სახედ ეწოდა, რამეთუ იგი ბუნებაჲ მარტივი არს, გამოუსახველი და შეურევნელი და შემოუწერელი, და არა ზ...

სრულად ნახვა