...თავისი მეგობრები, იმ ჟამს, როცა იუდეველები იღუპებოდნენ, ვეღარ შეძლო მათი ხსნა. და ამის შესატყობად მოისმინე ღმერთი, რომელიც წინასწარმეტყველის მიერ ამბობს: „და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ, ... უკუეთუ ძენი მათნი, ანუ ასულნი ცხონდენ" (); რადგან ბოროტებამ გადაძალა; და კვლავ: „უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა" (). და იხილე, როგორ ითქმის ეს ორი წინასწარმეტყველის მიმართ, რადგან ორივენი ითხოვდნენ მათთვის და ვერ მიიღეს სათხოვარი. რადგან იეზეკიელიც, როცა ამბობდა: „ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა" (), ღმერთმა, რათა ეჩვენებინა, რომ ამას სამართლიანად იქმს და მისი უგულებელყოფის გამო კი არ უკუაგდებს მათთვის აღვლენილ ვედრებას, მას მათი ცოდვები უჩვენა, თითქმის ეუბნებოდა: „ესენიც საკმარისია, რომ დაგარწმუნოს: შენს უგულებელყოფას კი არ ვიქმ, არამედ მათი მრავალი ცოდვის გამო არ შევიწყნარებ ვედრებას"; მაგრამ მაინც ამასაც ურთავს: **„და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე,...
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 14:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ლი ამიერ არა გუაქუნდეს.
ისმინე, რასა ეტყჳან ქალწულნი იგი ბრძენნი სულელთა მათ, ვი-თარმედ: „წარვედით და იყიდეთ“, არამედ ვერ პოვეს. ისმინე, რასა ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს მის დღისათჳს, ვითარმედ: „ნოე და იობ და დანიელ ძენი მათნი ვერ გამოიჴსნენ“. არამედ ჩუენ ნუმცა გუასმიან სიტყუანი ესე, აღვიღოთ საგზალი ამიერ, რომელი კმა იყოს საუკუნოდ ცხორებად, და კადნიერებით ვიხილოთ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...მის ცხორებისაგან, უკუეთუ სათნოებაჲ არა მოვიგოთ ამას შინა საგზლად საუკუნოჲსა მის? ანუ მუნ რაჲ გუერგოს მეგობართა და ნათესავთაგან და მომადლებაჲ ვისიმე სიცრუესა ზედა? და რად ამას ვიტყჳ? არამედ გინა თუ ნოე, ანუ იობ, ანუ დანიელ იყვნენ მამა ჩუენდა, არად გუერგების ესე, რაჟამს საქმენი ჩუენნი ბოროტ იყვნენ. არამედ ერთი ოდენ საქმჱ საჴმარ არს ჩუენდა - სათნოებაჲ სულისაჲ. ესე შემძლებელ არს ჴსნად ჩუენდა და განრინებად საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან და ღირს-მყვნეს ჩუენ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...მამაჲ, ვერცა დედაჲ, ვერცა ძმანი, ვითარცა თჳთ წინაჲსწარმეტყუელნი ღაღადებენ; რამეთუ დავით იტყჳს: „ძმამან ვერ იჴსნას, კაცმან იჴსნასა?“ ხოლო ეზეკიელ ამისა უმეტესიცა თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ დადგენ ნოე, იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ იჴსნნენ“. რამეთუ მუნ ერთი ოდენ შეწევნაჲ არს ჩუენი, - საქმეთა ჩუენთა მიერ კეთილთა, - და რომელსა იგი შეწევნაჲ არა აქუნდეს, სხუაჲ არარაჲ ეპოების მას.
ამას უკუე ვიჴსენებდეთ მარადის და განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა კადნიერებით ვიხილოთ უფალი და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...ეთუ შენი არა მესმის? დაღაცათუ მოსე ანუ სამოელ მევედრებოდეს, არავემცა ვისმინე მისი; ; (14,11); (15,1) დაღაცათუ ეზეკიელ ევედრებოდის, არა ესმას მას; აღ-თუ-დგენ ნოე და იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ განარინნენ; დაღაცათუ აბრაჰამ მამათმთავარი ევედრებოდის უკურნებელად ცოდვილთათჳს და არამოქცეულთა სინანულად, არავე ისმინოს მისი; დაღაცათუ სამოელ იყოს, ჰრქუას მას: „ნუ იგლოვ საულისთჳს“; დაღაცა-თუ დისათჳს ვინ ევედრებოდის, ვითარცა მოსე მარიამისთჳს, უკუეთუ არა ჯერ-იყოს, არა ისმინოს მისი.
არა თუ ამას ვიტყჳ, თუ ლოცვასა წმიდათასა არა აქუს ძალი. ჰე, ჭეშმარიტად დიდი ძალი აქუს! არამედ მაშინ სარგებელ არიან ჩუენდა, ოდეს ჩუენცა სინანულად მოვიქცეთ და ცოდვისაგან განვეშორნეთ. და ესე საცნაურ არს, ვითარმედ დიდი კადნიერებაჲ აქუნდა მოსეს, ამისთჳსცა იჴსნა ძმაჲ თჳსი და სამეოცი ბევრი ერისაჲ მის რისხვისაგან მოწევნულისა ღმრთისა მიერ; და დაჲ თჳსი ვერ იჴსნა. და არავე დიდი იყო მისი იგი ცთომაჲ, რამეთუ მან მოსესთჳს თქუა სიტყუაჲ შეურაცხი, ხოლო მათ ღმერთსა შესც...