წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 14:8
7. მით, რამეთუ კაცმან-კაცმან სახლისაგან ისრაჱლისა და მსხემთაგან, რომელნი მსხემობენ ისრაჱლსა შორის, რომელიცა უცხო თუ იქმნეს ჩემგან, და დასხნეს გულისზრახვანი მისნი გულსა შინა თჳსსა და ტანჯვაჲ უკეთურებისა თჳსისა დააწესოს წინაშე პირსა მისსა, და მივიდეს წინაწარმეტყუელისა კითხვად მისსა ჩემ მიერ, უფალმან მიუგო მას, რომელსა შინა შეწყდომილ არს, მას შინა.8. და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, და დავდვა იგი ოჴრად და უჩინოსაქმნელად და აღვიღო იგი საშუალ ერისა ჩემისა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.9. და წინასწარმეტყველი თუ სცთეს და თქუას სიტყუაჲ, მე უფალმან შევაცთუნე იგი, და მივყო ჴელი ჩემი მის ზედა და უჩინო-ვყო იგი საშუალ ერისა ჩემისა ისრაჱლისა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 14