წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 15:7
6. ამისთჳს ვთქუა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარსახედ ხე ვენაჴისაჲ ხეთა შორის მაღნარისათა, რომელი მივეც ცეცხლსა განსალევნელად იგი, ეგრეთ მივსცნე მკჳდრნი იერუსალჱმს შინა.7. და მივსცე პირი ჩემი მათ ზედა; ცეცხლისაგან გამოვიდენ და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი განმტკიცებასა შინა პირისა ჩემისასა მათ ზედა.8. და მივსცე ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად მათ წილ, რომლითა დაეკუეთნეს შეცოდებითა, - იტყჳს ადონაი უფალი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 15