წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 22:12
11. კაცადი ცოლსა მოყუასისა თჳსისა იუსჯულოებდეს და კაცადი სძალსა თჳსსა შეაგინებდა უთნოობით და კაცადი დასა თჳსსა, ასულსა მამისა თჳსისასა, დაამდაბლებდა შენ შორის;12. ძღუენთა უსამართლოთა მიიხუმიდეს შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი; ვახშსა და განნამრავლებსა მიიღებდეს შენ შორის და შესრულებულვყო თანამონათესავობაჲ უკეთურებისა შენისა მძლავრებისმიერისაჲ, ხოლო მე დამივიწყე, - იტყჳს ადონაი უფალი.13. და უკუეთუ დავსცე ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ მათ ზედა, რომელნი აღასრულენ და რომელნი ჰყვენ და სისხლთა შენთა ზედა, ქმნილთა შენ შორის.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 22