წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 26:16
15. რამეთუ ამათ ეტყჳს ადონაი უფალი სორსა: არა ჴმისაგან დაცემისა შენისა აღმოჴდასა შინა მახჳლისასა შორის შენსა შეიძრნენ ჭალაკნი.16. და შთამოვიდენ საყდართაგან მათთა ყოველნი მთავარნი ნათესავთა ზღჳსათანი, და აღიჴადნენ მიტრანი თავთაგან მათთა და შესამოსელნი მათნი ჭრელნი განიძარცუნენ, განკრთომით განჰკრთენ ქუეყანასა ზედა, დასხდენ და ეშიშოდიან წარწყმედასა მათსა და სულთითქმიდენ შენ ზედა.17. და მოიღონ შენ ზედა გოდებაჲ და გრქუან შენ: ვითარ წარწყმდი და დაირღუ ზღვისაგან ქალაქი საქებელი, რომელი იყავ ძლიერ ზღუასა შინა, იგი და მკჳდრნი მისნი, მიმცემელი შიშისა მისისაჲ ყოველთადა მკჳდრთა მისთაჲ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 26