წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 29:11
10. ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა და ყოველთა ზედა მდინარეთა შენთა, და მივსცე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ოჴრებად და წარწყმედად მაგდალოჲთგან და სჳნით და ვიდრე საზღვართამდე ეთიოპისათა.11. არა განვლოს მის მიერ ფერჴმან კაცისამან და ყოველმან საცხოვარმან არა განვლოს იგი და არდამკჳდრებულ იქმნეს ორმეოც წელ.12. და მივსცე ქუეყანა მისი წარსაწყმედელად შორის ქუეყანისა მოოჴრებულისა და ქალაქნი მისნი შორის ქალაქთა მოოჴრებულთასა იყვნენ ორმეოც წელ. უჩინოქმნილ იყოს და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა შორის, და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 29