წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 29:3
2. ძეო კაცისაო, განამტკიცე პირი შენი ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა; და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა ყოველსა ზედა ეგჳპტესა,3. იტყოდე და თქუ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, ფარაო, მეფეო ეგჳპტისაო, ვეშაპსა დიდსა, მჯდომარესა საშუალ მდინარეთა მისთა მეტყუელსა: ჩემნი არიან მდინარენი, მე შევქმნენ იგინი.4. და მე ვსცე მახე ღაწუთა მიმართ შენთა და მოვაბნე თევზნი მდინარისა შენისანი ფრთეთა მიმართ შენთა, და აღმოგიყვანო შენ შორის მდინარისაგან შენისა; და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი და ქეცთა შენთა აღეწებნენ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 29