...რამეთუ კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ვცნა, უკუეთუ ჴმისა მათისაებრ ჩემდა მომავალისა იყოფებიან“; და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა ისმინესო“; და კუალად იტყჳს: „ვინ მისცეს გულსა ამის ერისასა ესრეთ ყოფად?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“. და ესრეთ მრავალი იპოვების ძუელთაცა შინა შეუმსგავსებელი სიტყუაჲ პატივსა და დიდებასა ღმრთისასა. და კუალად აქაბისთჳს თქუმულ არს: „ვინ-მე შემიცთუნოს მე აქაბ?“ და რომელ მარადის საწარმართოთა ღმერთთა თანა ჰყოფდა თავისა თჳსისა უზეშთაესობასა, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“, და მრავალი ესევითარი, რომელი-ესე ყოველი უღირს არს თქუმად ღმრთისათჳს. არამედ იგი ესეოდენ კაცთმოყუარე არს, რომელ ჩუენისა ცხორებისათჳს სიტყუა-თა მათ, რომელნი პატივსა მისსა არა შეეტყუებიან და დიდებასა, თავსიდებს, რამეთუ განკაცებაჲცა და ხატისა მ...
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 3:1
1. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, შეჭამე მატიანი ესე. და წარვედ და არქუ ძეთა ისრაჱლისათა.2. და განმიღო პირი ჩემი და შემაჭამა მე მატიანი იგი;
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 3