წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 3:19
18. ვრქუა რაჲ მე უშჯულოსა სიკუდილით მოკუდომაჲ, და არა თუ განამკაცრო იგი, არცა ჰრქუა განმკაცრება უსჯულოსა მოქცევად მისა გზათაგან მისთა, ცხოვნებად მისსა, უსჯულოჲ იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.19. ხოლო უკუეთუ შენ განამკაცრო უსჯულოჲ და არა მოქცევით მოიქცეს უსჯულოებისაგან მისისა და გზისაგან მისისა, უსჯულოჲ იგი უსამართლოებასა შინა მისსა მოკუდეს, და შენ სული შენი განირინო.20. და მი-რაჲ-იქცეს მართალი სიმართლეთაგან თჳსთა და ქმნას შეცოდება, და მივსცე ტანჯვაჲ წინაშე პირსა მისსა, იგი მოკუდეს, რამეთუ არა განამკაცრე იგი, ცოდვათა შინა მისთა მოკუდეს მით, რამეთუ არმოჴსენებულ იქმნენ სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 3