წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 30:11
10. ამათ იტყჳს უფალი, უფალი: და წარვსწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისაჲთა და წარვწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა მისითა.11. და ერისა მისისაჲთა, მის თანა ბუგრნი წარმართთაგან, მოვლინებულნი წარწყმედად ქუეყანისა. და წარმოაცალიერნენ ყოველთა მახჳლნი მათნი ვგჳპტესა ზედა და აღივსოს ქუეყანაჲ წყლულთა მიერ.12. და დავსხნე მდინარენი მათნი ოჴრად და განვსცე ქუეყანაჲ ჴელებსა უკეთურთასა და წარვწყმიდო ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴელებითა უცხოთაჲთა, - მე უფალმან ვთქუ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 30