...1 ტიმ 2:4); და თავად ღმერთი ამბობს: „არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი" (); „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი" (). ამიტომაც შექმნა მან მთელი ეს ბუნება და ჩვენ შეგვქმნა არა იმისთვის, რომ დაგვღუპოს ან სასჯელი მოგვცეს, არამედ, რათა გვაცხოვნოს და, ცთომილებიდან გამოგვიხსნას, ნეტარება მოგვანიჭოს (ზეციურ) სასუფეველში. მან ჩვენთვის არა ახლა, შექმნის შემდეგ, არამედ ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე მოამზადა, როგორც თავადვე ამბობს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). ხედავ, რა კაცთმოყვარეა უფალი, როგორ ჯერ კიდევ შექმნამდე და ადამიანის გამოჩენამდე მოამზადა მისთვის უთვალავი სიკეთენი და ამით აჩვენა, რა მზრუნველობა აქვს ჩვენი მოდგმისთვის და, რომ ყველას ცხონება სურს.
ასეთი მეუფის მქონენი — ასეთი კაცთმოყვარისა, ასეთი სახიერისა და ასეთი მოწყალისა — ვიზრუნოთ ცხონებაზე, როგორც საკუთარზე, ისე ჩვენი ძმებისაზე. ჩვენს ცხონებას ისიც შეუწყობს...