წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 36:38
37. ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი მერმე: ესეღა საძიებელი დავდვა, სახლო ისრაელისაო, ყოფად მათდა და განვამრავლნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, კაცნი.38. ვითარცა ცხოვარნი წმიდანი, ვითარცა ცხოვარნი იერუსალიმისანი დღესასწაულთა შინა მისთა, ეგრეთ იყვნენ ქალაქნი ოჴერნი, სავსენი ცხოვრებითა კაცთაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 36