წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 40:44
43. და გისოსი გოჯეულსა მქონებელი, გამოთლილსა შინაგან მრგულივ და ტაბლასა ზედა, ზენაკერძო სართულნი დამფარველად წჳმისაგან და სიჴმელისაგან.44. და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, საყდარნი ორნი გზათანი ეზოსა შინა უშინაგანესსა, ერთი სამჴრით კერძო ბჭისა, მხედველისა ჩრდილოდ მიმართ, და მეორე ჩრდილოდ კერძო ბჭისა, მხედველისა სამხრისა მიმართ.45. და თქუა ჩემდამო: საყდარი ესე, მხედველი სამხრად მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა სახლისასა. და საყდარი, მხედველი ჩრდილოდ მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა საკურთხეველისასა; იგინი არიან ძენი სადუკისნი, მიახლებულნი ლევისგან უფლისა მიმართ მსახურებად მისსა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 40