წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 46:2
1. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ბჭე იგი ეზოსა შინა შინაგანსა, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, იყოს დაჴშულ ექუსთა დღეთა საქმისათა, ხოლო დღესა შინა შაბათთასა განეღებოდის და დღესა ახალთთჳსასა განეღებოდის.2. და შევიდეს წინამძღუარი გზისაგან ელამისა ბჭისა მის გარეშისა, და დადგეს წინაკართა ზედა ბჭისათა, და ჰყოფდენ მღდელნი ყოვლადდასაწუელთა მისთა, და მაცხოვარებისა მისისათა და თაყუანის-სცეს წინაკარსა ზედა ბჭისასა. და შევიდეს და არა დაეჴშას ბჭე ვიდრე მწუხრამდე.3. და თაყვანის-სცეს ერმან ქუეყანისამან წინაკართა თანა მის ბჭისათა შაბათთა შინა და ახალთუეთა წინაშე უფლისა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 46