წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 48:14
13. ხოლო ლევიტელთა მახლობელნი საზღვრებსა მღდელთასა, სიგრძე ყოველი ხუთი და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეული.14. არა განისყიდოს მათგანი, არცა განიზომოს, არცა განეხუნენ პირველნი ნაშრომნი ქუეყანისანი, რამეთუ წმიდაჲ უფლისაჲ არს.15. ხოლო ხუთთა ათასეულთასა მეტნი სივრცესა შინა ხუთთა ზედა და ოცთა ათასეულთა გარემოზღუდვილობა იყავნ ქალაქისა სამკჳდრებელად და ხანად მისსა. და იყოს ქალაქი შორის მისსა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 48