წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 48:16
15. ხოლო ხუთთა ათასეულთასა მეტნი სივრცესა შინა ხუთთა ზედა და ოცთა ათასეულთა გარემოზღუდვილობა იყავნ ქალაქისა სამკჳდრებელად და ხანად მისსა. და იყოს ქალაქი შორის მისსა.16. და ესე საზომნი მისნი აღმოსავალითკერძოთაგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ჩრდილოჲთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ. და სამხრითკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ზღჳთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ.17. და იყოს განხანებულ ქალაქი ჩრდილოდ მიმართ - ორას ერგასის და ზღუად მიმართ - ორას ერგასის და სამხრად მიმართ - ორას წყრთა და აღმოსავალთა მიმართ - ორას ერგასის.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 48