წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 9:2
1. და ღაღად-ყო ყურთა მომართ ჩემთა, ჴმითა დიდითა მეტყუელმან: მოეახლა შურისძიებაჲ ქალაქისა და თითოეულსა აქუნდეს ჭურჭელნი მოსრულებისანი ჴელსა შინა თჳსსა.2. და, აჰა, ექუსნი კაცნი მოვიდოდეს გზით ბჭისა მაღლისა, მხედველისაჲთ ჩრდილოდ მიმართ, და კაცადსა ცული ჴელსა შინა მისსა; და კაცი ერთი საშუალ მათსა, შემოსილი პოდირითა და სარტყელი საპფირისაჲ წელთა ზედა მისთა, და შევიდეს და დადგეს მახლობელად მსხუერპლისსაცავსა რვალისასა.3. და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისა აღვიდა ქეროვიმთაგან, რომელი იყო მას ზედა უსაფრთულოსა სახლისასა. და უწოდა კაცსა შემოსილსა პოდირითა, რომელსა აქუნდა წელთა მისთა ზედა სარტყელი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 9