წინასწარმეტყველება იერემიასი 12:15
14. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: ყოველთათჳს მეზობელთა ბოროტთა, შემხებელთა სამკჳდრებელისა ჩემისათა, რომელი განვიკერძე ერი ჩემი ისრაელი, აჰა, მე აღვიხუნე იგინი ქუეყანისაგან მათისა და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა.15. და იყოს, შემდგომად გამოყვანებისა მათისა ჩემგან მოვაქციო და შევიწყალნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი კაცადი სამკჳდრებელსა ზედა თჳსსა და კაცადი ქუეყანასა ზედა თჳსსა.16. და იყოს, უკეთუ მსწავლელთა ისწავონ გზაჲ ერისა ჩემისა, ფუცვად სახლისა მიმართ ჩემისა, ცხოველ არს უფალი, ვითარცა ასწავეს ერსა ჩემსა ფუცვად ბაალისა მიმართ, და აღეშენენ საშუალ ერისა ჩემისა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 12