წინასწარმეტყველება იერემიასი 13:11
10. ქალაქისა ამის, და ერისა ჩემისა, გინებაჲ არმნებებელთა სმენად სიტყუათა ჩემთა და მავალთა ნებასა გულისა მათისათა, უკანა ღმერთთა უცხოთასა, მსახურებად მათდა და თაყუანის-ცემად მათდა და იყვნენ, ვითარცა მოსარტყმელი ესე, რომელი არა იჴმაროს არარად,11. რამეთუ ვითარ-იგი მოსარტყმელი წელთა ზედა კაცისათა, ეგრეთ შემოვიახლე თავისა მომართ ჩემისა სახლი ისრაჱლისა და ყოველი სახლი იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - ყოფად ჩემდა ერად სახელოვნად, სიქადულად და დიდებად, და არ შეისმინეს ჩემი.12. და სთქუა ერისა მიმართ სიტყვა ესე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ყოველი თხიერი აღივსოს ღჳნითა. და იყოს, უკეთუ თქვან შენდამი არ მცნობთა: ვერ მცანით, ვითარმედ ყოველი თხიერი აღივსოს ღვინითა?
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 13