წინასწარმეტყველება იერემიასი 16:10
9. მით, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა ღმერთი ისრაჱლისა, - აჰა, მე დავარღუევ ადგილისა ამისგან წინაშე თუალთა თქუენთა დღეთა შინა თქუენთა ჴმასა სიხარულისასა და ჴმასა შუებისასა და ჴმასა სიძისასა და ჴმასა სძლისასა.10. და იყოს, ოდეს მიუთხრნე ერსა ამას ყოველნი ესე სიტყუანი, და თქუან შენდამო: რასათჳს თქუნა უფალმან ჩუენ ზედა ყოველნი ესე ძჳრნი? რაჲ არს სიცრუენი ჩუენი, და რაჲ ცოდვაჲ ჩუენი, რომელი ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა?11. და ჰრქუა მათ: მის წილ, რომელ დამიტევეს მამათა თქუენთა, - იტყჳს უფალი, - და ვიდოდეს უკანა ღმერთთა უცხოთასა და ჰმსახურეს მათ, და თაყუანის-სცეს მათ, და მე დამიტევეს და სჯული ჩემი არა დაიმარხეს.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 16