წინასწარმეტყველება იერემიასი 17:3
2. ესრეთ, ოდესცა მოიჴსენნენ ძეთა მათთა საკურთხეველთა მათთაჲ და სერტყთა მათთაჲ ხესა შორის ვარჯოანსა და ბორცუთა ზედა განსაცხრომელთა.3. და მთათა ველსა შორის ძალი შენი და ფასნი შენნი იავრად მივსცნე და მაღალნი შენნი ცოდვათა შენთათჳს, ყოველთა შორის საზღვართა შენთა.4. და დაშთე მარტოჲ და დაჰმდაბლდე სამკჳდრებელისაგან შენისა, რომელი მიგეც შენ და დაგამონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა შინა, რომელი არა უწყოდი, რამეთუ ცეცხლი აღგზებულ არს გულისწყრომისაგან ჩემისა, ვიდრე საუკუნომდე ეგზებოდის.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 17