წინასწარმეტყველება იერემიასი 23:15
14. და წინაწარმეტყუელთაცა შორის იერუსალემისათა ვიხილენ განსაკრთომელნი მემრუშექმნილთა და მავალთა სიცრუეთა შინა და შემწეთა ჴელთა ბოროტთასა არმოქცევისათჳს კაცადისა გზისაგან მისისა ბოროტისა. იქმნეს ჩემდა ყოველნი, ვითარცა სოდომაჲ და მკჳდრნი მისნი, ვითარცა გომორრაჲ.15. ამისთვის იტყჳს უფალი ძალთა წინაწარმეტყუელთა ზედა: აჰა, მე ვაჭამებ მათ სალმობასა და ვასუამ მათ წყალსა მწარესა, რამეთუ წინაწარმეტყუელთაგან იერუსალიმისათა გამოჴდა შემწიკულება ყოვლისა ქუეყანისად.16. ესრეთ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ნუ ისმენთ სიტყვათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი გიწინასწარმეტყველებენ თქუენ, რამეთუ გაამაოებენ თქუენ იგინი. ხილვასა გულისა მათისასა იტყჳან და არა პირისაგან უფლისა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 23