მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 23:2

1. ჵ მწყემსნო წარმწყმედელნო და განმაბნეველნო ცხოვართა საძოვრისა ჩემისათა, - იტყჳს უფალი.2. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ მწყემსთა ზედა მმწყსელთა ერისა ჩემისათა: თქუენ განაბნიენით ცხოვარნი ჩემნი, და განაგარეენით იგინი, და არ მოიხილენით იგინი. აჰა, მე შურ-ვიგო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან,3. და მე შევიწყნარნე ნეშტნი ერისა ჩემისანი ყოვლისაგან ქუეყანისა, სადა განვაგარეენ იგინი მუნ, და დავადგინნე იგინი საძოვარსა მათსა ზედა, და აღოძრნდენ და განმრავლდენ.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 23
2. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ მწყემსთა ზედა მმწყსელთა ერისა ჩემისათა: თქუენ განაბნიენით ცხოვარნი ჩემნი, და განაგარეენით იგინი, და არ მოიხილენით იგინი. აჰა, მე შურ-ვიგო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნდ რაჲთა ვიქადოდით ჯუარ-ცუმისათჳს ქრისტესისა და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა:

...აჲსათჳსღა შეუძლებელ გიჩნს მახლობელობაჲ მისი? არა გესმისა წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რასა იტყჳს? „არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ“. და თავადი უფალი იტყჳს სხჳსა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: „ღმერთი მახლობელი მე ვარ და არა ღმერთი შორიელი“.

საცნაურ არს უკუე, ვითარცა-იგი ცოდვანი განგუაშორებენ მისგან, ეგრეთვე სიმართლენი მიგუაახლებენ მისა. ვითარცა ეტყჳს ესაია მოქმედ-თა მათ სიმართლისათა, ვითარმედ: „დიდებაჲ ღმრთისაჲ გარემოგადგეს შენ. მაშინ ჰღაღადებდე, და ღმერთმან ისმინოს შენი და ვიდრე სიტყუადმდე შენდა გრქუას: აქა ვარ“. (ესაია 58, 8-9) რომელმან მამამან ესრეთ მოსწრაფებით ისმინოს შვილთა თჳსთაჲ? რომელმან დედამან ესრეთ განმზადებულად განჰმარტნის სასმენელნი თჳსნი სმენად სიტყუასა ნაშობთა მისთასა, რაჲთა უწოდონ რაჲ, მეყსეულადმცა ჴმა-სცა? ხოლო ღმერთი მარადის მზა არს და მოელის, ვინ-ძი ხადოს მას მონათა მისთაგანმან, და არაოდეს ჰყოვნის სმენად მათა, რომელნი ჯეროვნად ხადიან მას. ამისთჳს იტყჳს: „ვიდრე სიტყუადმდე შენდა გრქუას: აქა ვარ“.

აწ უკუე, საყუარელნო, ვხადოდით მას, ვითარცა-იგი მას ჰნებავს. ვი-თარ უკუე ჰნებავს, ესეცა ესაია წარმოგჳთხრა: „განიჴსენ ყოველი კრულებაჲ სიცრუი...

სრულად ნახვა