წინასწარმეტყველება იერემიასი 26:19
18. მიქეა მორათელი იყო წინაწარმეტყუელ დღეთა შინა ეზეკია მეფისა იუდაჲსთა, და ჰრქუა ყოველსა ერსა იუდაჲსსა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოერქუნოს და იერუსალემი, ვითარცა ხილისსაცავი, იყოს, და მთაჲ სახლისაჲ იყოს სერტყ მაღნარისა.19. ნუ მომკლველმან მოკლა იგი ეზეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველმან იუდამან? არა, რამეთუ შეიშინეს უფლისა და რამეთუ ევედრნეს პირსა უფლისასა, და დასცხრა უფალი ბოროტთაგან, რომელნი თქუნა მათ ზედა, და ჩუენ ვქმნენით ძჳრნი დიდნი სულთა ჩუენთა ზედა.20. და კაცი ვინმე იყო მწინაწარმეტყუელებელი სახელითა უფლისათა, ურია, ძე სამეასი, კარიათიარიმით, და წინაწარმეტყუელებდა ქალაქსა ამას ზედა და ქუეყანისა ამისთჳს ყოველთაებრ სიტყუათა იერემიასთა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 26