წინასწარმეტყველება იერემიასი 30:11
10. ხოლო შენ ნუ გეშინის, ყრმაო ჩემო იაკობ, - თქუა უფალმან, - ნუ იწიწვი, ისრაილ, აჰა, მე გაცხოვნებ შენ შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობი და დაყუდნეს, და იკეთილვნებოს და არა იყოს შემაშინებელ,11. რამეთუ შენ თანა მე ვარ, - თქუა უფალმან, - განრინებად შენდა, რამეთუ ვყო მოკლება ყოველთა შორის წარმართთა, რომელთა მიმართ გაგაბნიე შენ, მუნ. გარნა შენ არა გყო მოკლებულად და გწუართო შენ მსჯავრითა და განმართლებით არა განგამართლო შენ,12. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: იძულებითი არს შემუსრვაჲ შენი, სალმობიერ წყლულები.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 30