წინასწარმეტყველება იერემიასი 31:8
7. რამეთუ ამათ ეტყჳს უფალი იაკობსა: განიშჳთ და დაიჴჳვლეთ თავსა ზედა წარმართთასა, სასმენელებ-ყავთ და აქებდით და თქუთ: იჴსნა უფალმან ერი თჳსი, ნეშტი ისრაჱლისაჲ.8. აჰა, მე მოვიყვანებ მათ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და შევკრიბნე იგინი დასასრულით ქუეყანისაჲთ დღესასწაულსა ფასეკისასა და შვილ-ისხას ერი მრავალი, მათ შორის: კოჭლი და ბრმაჲ, მუცელქმნული და მშობელი, ერთბამად ეკკლესიაჲ დიდი და მოიქცენ აქა.9. ტირილით განვიდეს შენგან და ნუგეშინის-ცემით მოვიყვანნე იგინი გამსუენემან ნაკადულებსა ზედა წყალთასა გზასა შინა წრფელსა. და არღა სცთებოდიან მას ზედა მერმე, რამეთუ ვექმენ ისრაჱლსა მამად და ეფრემი პირმშოჲ ჩემი არს.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 31