წინასწარმეტყველება იერემიასი 33:8
7. და მოვაქციო განსახლვა იუდაჲსი და განსახლვაჲ იერუსალიმისა, და აღვაშენნე იგინი, ვითარცა პირველ.8. და განვწმიდნე იგინი ყოველთაგან სიცრუეთა მათთა, რომელნი შემცოდნეს მე და არ მოვიჴსენო ცოდვათა მათთაჲ, რომელნი შემცოდნეს მე, და ულხინო ცოდვათა მათთა, რომელთა მიერ განდგეს ჩემგან.9. და იყვნენ ჩემდა სახელად სიხარულისა და საქებელად და განსადიდებელად ყოველთა მიერ ნათესავთა ქუეყანისათა, რომელთა ესმნენ ყოველნი კეთილნი, რომელთა მე უყოფ მათ და განჰკრთენ და განმწარდენ ყოველთათჳს კეთილთა და ყოვლისათჳს მშჳდობისა, რომელსა მე უყოფ მათ.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 33