წინასწარმეტყველება იერემიასი 36:9
8. და ყვნა ბარუქმან ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნნა იერემია წინაწარმეტყუელმან - აღმოკითხვაჲ წიგნსა შინა სიტყვათა უფლისათა სახლსა შორის უფლისასა.9. და იქმნა წელსა მეხუთესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, თუესა შინა მეცხრესა, იეკკლისიეს, მარხვაჲ წინაშე პირსა უფლისასა ყოველმან ერმან იერუსალიმისამან და ყოველმან ერმან მომავალთა ქალაქთაგან იუდაჲსათა იერუსალიმდ სახლისა იუდაჲსამან.10. და იყო და იკითხვიდა ბარუქ წიგნსა შინა სიტყვათა იერემიაჲსთა შორის სახლისა უფლისა, სახლსა შინა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, მწიგნველისასა შორის ეზოსა ზენაჲთ კარისწინათა თანა ბჭეთა სახლისა ახლისათა, ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 36