წინასწარმეტყველება იერემიასი 38:15
14. და მიავლინა მეფემან სედეკია და მიუწოდა მას თჳსსა მიმართ სახიდ სალათიილისსა მყოფად სახლსა შინა უფლისასა, და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: გკითხო მე შენ სიტყუა, ნუ დაჰმალავ ჩემგან თქმასა.15. და ჰრქუა იერემია მეფესა: უკეთუ მე გითხრა შენ, არა სიკუდილითა მომაკუდინოა მე? და უკეთუ განგაზრახო, არა ისმინო ჩემი.16. და ეფუცა მას მეფე იდუმალ მეტყუელი: ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა ჩემი ესე სული, უკუეთუ მოგაკუდინო შენ, და უკეთუ განგცე შენ ჴელებსა ამათ კაცთა მეძიებელთა სულისა შენისათასა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 38