მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 4:1

1. უკეთუ მოიქცევის ისრაილ, - იტყჳს უფალი, - ჩემდა მომართ მოიქცეს, და უკეთუ მოისპვნეს საძაგელნი მათნი პირისაგან მისისა და პირისაგან ჩემისა შეიშინოს.2. და ფუცოს: ცხოველ არს უფალი ჭეშმარიტებისა თანა მსჯავრისა მიერ და სიმართლისა და აკურთხევდენ მის შორის ნათესავნი და მის თანა აქებდენ ღმერთსა იერუსალიმს შინა,
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 4
1. უკეთუ მოიქცევის ისრაილ, - იტყჳს უფალი, - ჩემდა მომართ მოიქცეს, და უკეთუ მოისპვნეს საძაგელნი მათნი პირისაგან მისისა და პირისაგან ჩემისა შეიშინოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...დ: „წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (). ხოლო წინასწარმეტყველი რას ამბობს? „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო“ (); და კვლავ: „განბანე უკეთურებისაგან გული შენი“ ().

დიდი სიკეთეა კეთილ საქმეთა ჩვეულებაში ყოფნა. ხედავ, როგორი მცირე და უსარგებლოა ეს ყველაფერი? და როცა სული ჩვეულებას წინასწარ ჰყავს შეპყრობილი, იგი აღარ შორდება მას და ვერც ითმენს, რომ ლოცვასთან მივიდეს, ვიდრე ამას პირველად არ შეასრულებს. მაგალითად რას ვამბობ: ჩვენ თავი მივაჩვიეთ დაბანასა და ლოცვას, და ისე აღარ შეგვიძლია ამის გაკეთება, თუ ჯერ არ დავიბანეთ; არამედ სიამოვნებით ვერ ვლოცულობთ, თუ ამას დაუბანელი ხელებით ვაკეთებთ, თითქოს ღმერთს უნდა ვაწყენინოთ და სინდისი გვამხელს. თუ ამ მცირე საქმეს ასეთი ძალადობა აქვს და ყოველდღე უთუოდ აღსრულდება, მაშინ, თუ მოწყალების ჩვეულებაში დავაყენებთ თავს, ყოველთვის მის შესრულებას დავადგენთ და სალოცავ სახ...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიყვარულის ძალა და სულის სიწმიდე:

...ა სულს ბილწავს, მოისმინე წინასწარმეტყველი, რომელიც ამბობს: „განბანე უკეთურებისაგან გული შენი, იერუსალიმ, რაჲთა სცხოვნდე, ვიდრემდის არიან შენ შორის გულისსიტყვანი ტკივილად შენდა?"; და კვლავ: „განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა." (; ). არ უთქვამს: სიძვებიო; ამიტომ არა მხოლოდ სიძვა, არამედ სხვა რამეებიც ბილწავს სულს. ამბობს: „განმტკიცებად გულთა თქუენთა სიწმიდით და უბიწოდ წინაშე ღმრთისა და მამისა ჩუენისა მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ყოველთა თანა წმიდათა მისთა." (). მაშასადამე, მაშინ ქრისტე იქნება მსაჯული; მაგრამ არა მხოლოდ მის წინაშე, არამედ მამის წინაშეც წარვდგებით განკითხვისას. ან ამას ამბობს: საჭიროა, უბიწონი გავხდეთ ღმერთის წინაშე; რასაც მუდამ ვამბობ, სწორედ ღმერთის წინაშე ყოფნას ვგულისხმობ, რადგან ეს არის წრფელი სათნოება, და არა ადამიანთა წინაშე. ამრიგად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოგ მოწყალებისათჳს და არამიხუეჭისა:

...ჴელითა უბანელითა ლოცვაჲ უწესოება არს, არა უფროჲსად შეგინებულითა სულითა ბოროტ არსა ლოცვაჲ? ამისთჳს ჰურიანიცა შექცეულ იყვნეს ბოროტთა საქმეთა და წყლითა დაბანასა ჴელთასა მოსწრაფე იყვნეს. ამისთჳს ეტყჳს მათ წერილი, ვითარმედ: „განიბანე უკე-თურებისაგან სული შენი. ვიდრემდის იყვნენ შენ თანა გულისსიტყუანი ბილწნი?“

განვიბანოთ უკუე ნუ მწჳრითა, არამედ წყლითა მოწყალებისაჲთა და ნუ ანგაჰრებითა. პირველად განეყენე მოხუეჭასა და ტაცებასა და მერმე ქმენ მოწყალებაჲ. „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“, დააყენენ ჴელნი მოხუეჭისაგან და ესრეთ წარჰმართენ იგინი მოწყალებად. უკუეთუ მითვე ჴელითა, რომლითა ვსძარცუვიდეთ, სხუათა და სხუათა შევჰმოსდეთ, საძაგელ არს ესე წინაშე უფლისა. რამეთუ კაენისთჳსცა უმჯობეს იყო, უკუეთუმცა არა შეეწირა, ხოლო უკუეთუ რომელმანიგი უდარჱსი შეწირა, განარისხა, რომელი სხჳსასა შესწირვიდეს, არა ფრიად განარისხოსა? რამეთუ გრქუას შენ, ვითარმედ: მე არა მოტაცებაჲ გასწავე, და შენ მოტაცებულისა მიერ პატივ-მცემა? „ჰგონებ სამე, უშჯულოო, ვითარმედ მეცა შენვე გემსგავსო? აწ გამხილნე და წარმოგიდგინნე წინაშე პირსა შენსა ცოდვანი შენნი“.

გარნა ნუ იყოფინ ს...

სრულად ნახვა