წინასწარმეტყველება იერემიასი 41:17
16. და მიიხუნა იოანან, ძემან კარისმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ნეშტნი ერისანი, რომელნი უკმოაქცინა ისმაილისაგან, ძისა ნათანისა, შემდგომად მოკლვისა გოდოლიაჲსისა, ძისა აქიკამისისა, ძლიერნი კაცნი ბრძოლასა შინა, და დედანი და ნეშტნი და საჭურისნი, რომელნი მოაქცინა გაბაონით.17. და წარვიდეს და დასხდეს ქუეყანასა შინა ბიროათამისა, ბეთლემით კერძოსა, წარსლვად ეგჳპტედ.18. პირისაგან ქალდეველთასა, რამეთუ შიშნეულ იქმნნეს პირისაგან მათისა, რამეთუ მოკლა ისმაილმან გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 41