წინასწარმეტყველება იერემიასი 46:26
25. თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, შურსა ვიგებ ძისა მისისა ამმონისსა და ფარაოსა და ეგჳპტესა ზედა, და ღმერთთა ზედა მისთა, და მეფეთა ზედა მისთა, და ფარაოს ზედა და მოსავთა ზედა მისდამი.26. და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა და ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისასა, და ჴელთა მონათა მისთასა. ამის შემდგომად დაყუდნეს დღეთაებრ პირველთა, - იტყჳს უფალი.27. ხოლო შენ ნუ შეშინდები, მონაო ჩემო იაკობ! ნუცა სწიწნეულობ, ისრაილ, მით, რამეთუ, აჰა, მე გიჴსნი შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობ და დაყუდნეს, და დაიძინოს, და არა იყოს მაშფოთებელი მისი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 46