წინასწარმეტყველება იერემიასი 50:8
7. ყოველნი მპოვნელნი მათნი განჰლევდეს მათ. მტერთა მათთა თქუეს: არა ულხინოთ მათ მის წილ, რომელ შესცოდეს უფალსა. შჯული სიმართლისა შემკრებელი მამათა მათთა უფლისაჲ.8. უცხო იქმნენით შორის ბაბილონისაგან და ქუეყანისაგან ქალდეველთასა, გამოვედით და იქმნენით, ვითარცა ვეშაპნი წინაშე პირსა ცხოვართასა.9. რამეთუ, აჰა, მე აღვადგენ და აღმოვიყვანებ ბაბილონსა ზედა შესაკრებელსა, ნათესავთა დიდთასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და წყობა-ყონ მის შორის. მუნით მოესრულოს, ვითარცა სატყორცი მბრძოლისა გულისჴმიერისაჲ, ისარნი მისნი არა მოიქცენ ცუდად.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 50