წინასწარმეტყველება იერემიასი 51:26
25. აჰა, მე შენდა მიმართ, მთაო განხრწნილო, - იტყჳს უფალი, - განმხრწნელო ყოვლისა ქუეყანისაო. და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და შთამოგაგორვო შენ კლდეთაგან, და გყო შენ, ვითარცა მთაჲ მოცეცხლული.26. და არა მოიღონ შენგან ქვაჲ საფუძველად, რამეთუ განსარყუნელად იყო საუკუნოდ, - იტყჳს უფალი.27. აღიღეთ სასწაული ქუეყანასა ზედა და ჰნესტუეთ ნესტუსა წარმართთა შორის. წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავები და ჰმოწმეთ მის ზედა მეფეთა არარატისათა, მენი და ასხანაზელთა დაადგინენით მის ზედა წყლულებისმდომნი აღიყვანეთ მის ზედა ცხენი, ვითარცა სიმრავლე მკალთა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 51