მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 6:2

1. განძლიერდით ძენი ბენიამისანი საშუალისაგან იერუსალიმისა და თეკუაჲთ გამოანიშნეთ საყჳრითა, და ზეშთა ბეთაქარისა აღიღეთ ნიშანი, რამეთუ ძჳრთა ჩამოიჭჳრეს ჩრდილოთ და შემუსრვა დიდი.2. იყოს შუენიერისა მის და ფუფუნეულისა, და მიგეღოს სიმაღლე შენი, ასულო სიონისაო!3. მისსა მიმართ მივიდენ მწყემსნი და სამწყსონი მათნი, და აღდგნენ მას ზედა კარავი გარემო მისა, და მწყსიდეს თჳთოეული ჴელითა თჳსითა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 6
2. იყოს შუენიერისა მის და ფუფუნეულისა, და მიგეღოს სიმაღლე შენი, ასულო სიონისაო!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის სიტყვის კრძალვითი მოსმენა:

...მ ერთი და იგივეა; ხოლო როცა გეკითხებიან, ისე იქცევი, თითქოს არასოდეს მოგესმინოს. თუ ერთი და იგივეა, უნდა გცოდნოდა ისინი; შენ კი არ იცი. გოდების ღირსია დღევანდელი მდგომარეობა, გოდებისა და ვაებისა, რადგან „ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს." ()

განსაკუთრებით ამისთვის უნდა მიგეპყროთ ყურადღება, რომ ერთი და იგივეა, რომ არავითარ შრომას არ გაძლევთ და არც რაიმე უცხოსა და შეცვლილს ვამბობთ. მაშ, რა? რადგან იმათზე ამბობ, რომ ერთი და იგივეა, ხოლო ჩვენი ნათქვამი ერთი და იგივე არ არის, არამედ მუდამ უცხოს ვამბობთ, ნუთუ ამას აქცევთ ყურადღებას? არავითარ შემთხვევაში; არამედ, თუ ვიტყვით: „რატომ ამასაც არ იმახსოვრებთ?“ — „ერთხელ ვისმენთ, — ამბობს, — და როგორ შეიძლება დამახსოვრება?“ ხოლო თუ ვიტყვით: „იმათ რატომ არ აქცევთ ყურადღებას?“ — ამბობთ: „მუდამ ერთი და იგივე ითქმის.“ ასე ყოველი მხრიდან სიზარმაცისა და თავის მართლების სიტყვებია. მაგრამ ეს მუდამ ასე ვერ გაგრძელდება; დადგება დრო, როცა უნაყოფოდ და...

სრულად ნახვა