...მოგვიტანოს. რა არგო იერემიამ იუდეველებს? განა მესამედ არ მივიდა ღმერთთან და მესამედ არ მოისმინა ეს აკრძალვა: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო“ ()4? რა არგო საულს სამუელმა? განა უკანასკნელ დღემდე არ გლოვობდა მასზე და უბრალოდ ლოცვით კი არ შემოიფარგლებოდა?5 რა არგო ისრაელიანებს? განა არ ამბობდა: „ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა...“ ()? განა ყველანი არ დაიღუპნენ? მაშ, იტყვის ვინმე, არაფერს არგებს ლოცვები? არგებს, დ...
წინასწარმეტყველება იერემიასი 7:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...არანაირი სარგებელი არ არის (მათი სათნოება, რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება, მაგრამ ჩვენთვის ამისგან სარგებელი არ იქნება ჩვენი ცუდი ცხოვრების გამო), — აი, მოისმინე, რას ეუბნება ყოვლის მეუფე დედის მუცლიდან განწმენდილ წინასწარმეტყველ იერემიას: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის... რამეთუ არა ვისმინო" (). შენიშნე უფლის კაცთმოყვარეობა: წინასწარმეტყველს წინასწარ აფრთხილებს, რომ მან, ლოცვაში მოუსმენელმა, არ იფიქროს, თითქოს ეს საკუთარი ბრალის გამო მოხდა. ამიტომაც წინასწარ ეუბნება ხალხის უკეთურებასა და კრძალავს ლოცვას მათთვის, რათა თავად წინასწარმეტყველმაც იცოდეს მათი უკიდურესი უკეთურება, ხოლო მათაც ეცოდინოთ, რომ წინასწარმეტყველი არაფერში არ დაეხმარებათ, თუ თავად არ ინდომებენ საკუთარი ვალდებულების შესრულებას. ამის მცოდნენი, საყვარელნო, რასაკვირველია, მივმართოთ წმინდანთა შუამდგომლობას და ვთხოვოთ, ილოცონ ჩვენთვის, მაგრამ მხოლოდ მათ შუამდგომლობას ნუ ვენდობით, არამედ თავადაც ჯეროვნად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები და ვიზრუნოთ საკუთარ გამოსწორებაზე, რათა ჩვენთვის წმინდანთა შუამდგომლობას ძალა არ დაეკარგოს. ასევე სხვა ადგილას უფალი ეუბნება წინასწარმეტყველს: **„ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ... აღატყინებენ ცეცხლსა და... ნაყენ ცმელსა ქმნად...
...ჵ ჩუენი ესე გულფიცხელობაჲ! ყოველნი შექცეულ ვართ ანგაჰრებასა, ვეცხლისმოყუარებასა, უდებებასა და სხუათა ბოროტთა. მე-შინის, ნუუკუე ითქუას ჩუენთჳსცა, რაჲ-იგი ჰრქუა ღმერთმან იერემიას ჰურიათათჳს: „არა ჰხედავო, რასა ესენი იქმან? მამანი მათნი აგზებენ ცეცხლსა, ძენი მათნი კრებენ შეშასა, დედანი მათნი ზელენ ცმელსა“.
ნუუკუე ჩუენთჳსცა ითქუას: არა ჰხედავ, რასა ესენი იქმან? ყოველნი თჳსსა ეძიებენ და არა ქრისტესსა: მამანი მიმორბიან მიხუეჭად და ტაცებად, ჭაბუკნი ერევიან საქმეთა ბილწებისათა, დედანი შექცეულ არიან სამკაულთა და სახიობათა, ცუდთა და მავნებელთა. ვიდრემდის ვიყვნეთ, ძმანო, მონებასა შინა მამონაჲსსა? ვიდრემდის ვიყვნეთ ტყუენი საჴმართმოყუარებისანი და სხუათა მათ ვნებათა?
არა შევიკდიმოთა მამათა ჩუენთაგან, სამ ათასთა მათ და კუალად ხუთ ათასთა, რომელთა „გული და გონებაჲ ერთ იყო, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათი ზოგად“? რაჲ არს სარგებელი ამის ცხორებისაჲ, უკუეთუ არა ამითა მოვივაჭროთ საუკუნოჲ იგი?
იხილეთ, ვითარითა სასყიდელითა მოგჳყიდნა ჩუენ ქრისტემან: თავი თჳსი მისცა და პატიოსნითა სისხლითა თჳსითა გჳჴსნნა საწუთროჲსა ამისგან ბოროტისა; და აწ ჩუენ კუალად დავამონებთ თავთა...