12. ვენაჴი განჴმა და ლეღოვანი შემცირდეს, ბროწეული და ფინიკი და ვაშლი და ყოველნი ხენი ველისანი განჴმეს, რამეთუ არცხვენენ სიხარულსა ძენი კაცთანი.13. გარემოირტყთ და იტყებდით მღდელნი, გოდებდით მსახურნი საკურთხეველთანი. დაიძინეთ ძაძათა ზედა, რომელნი ჰმსახურებთ ღმერთსა, რამეთუ განეყენა სახლისაგან ღმრთისა თქუენისა შესაწირავი და მსხუერპლი.14. წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ კურნებაჲ, შემოკრიბენით მოხუცებულნი ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა სახიდ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ღაღაღდ-ყავთ უფლისა მიმართ შევრდომით:
წინასწარმეტყველება იოველისა თავი 1