15. და ჰნესტუეთ ნესტუსა სიონს შინა, წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ მსახურება,16. შეკრიბეთ ერი, წმიდა-ყავთ ეკლესიაჲ, გამოირჩიენით მოხუცებულნი, შეკრიბენით ჩჩჳლნი, მწოარნი ძუძუთანი. გამოვედინ სიძე სასუენებელისაგან მისისა და სძალი სასძლოსაგან თჳსისა.17. საშუალ ხარისხსა მსხუერპლისსაცავისასა ტიროდენ მღდელნი და რომელნი ჰმსახურებენ უფალსა, და იტყოდედ: ულხინე, უფალო, ერსა შენსა და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა შენსა საყუედრელად მათ წარმართთა, რაჲთა არა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
წინასწარმეტყველება იოველისა თავი 2