24. და აღივსნენ კალონი იფქლითა და ზეშთა გარდაეცნენ საწნეხელნი ღჳნითა და ზეთითა,25. და ნაცვლად მოგაგო თქუენ წელიწადთა წილ, რომელნი შესჭამნა მკალმან, და ბუზმან, და ერვისივმან, და მგრაგნელმან, ძალმან ჩემმან დიდმან, რომელი გამოვავლინე თქუენდამი.26. და სჭამოთ მჭამელთა და განსძღეთ და აქოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელნი ქმნნა თქუენ თანა საკჳრველებანი და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნომდე.
წინასწარმეტყველება იოველისა თავი 2