18. და იყოს მას დღესა შინა და მოაწთონ მთათა სიტკბოება და ბორცუნი ადენდენ სძესა. და ყოველნი გამოსატევებელნი იუდაჲსნი ადინებდენ წყალთა. და წყაროჲ სახლისაგან უფლისა გამოვიდეს და მოჰრწყვიდეს ნაღუარევსა ეკალთასა.19. ეგჳპტე განსარყუნელად იყოს და იდუმიაჲ ველად განრყუნილებისად იყოს მძლავრებათათჳს ძეთა იუდაჲსთასა მის წილ, რომელ დასთხიეს სისხლი მართალი ქუეყანასა შინა მათსა.20. ხოლო ჰურიასტანი საუკუნოდ დამკჳდრებულ იქმნეს და იერუსალჱმი ნათესავთამდე ნათესავთასა.
წინასწარმეტყველება იოველისა თავი 3