2. და შევკრიბნე ყოველნი, ნათესავნი, და შთავიყუანნე იგინი, ღელესა იოსაფატისსა და ვესაჯოდე მათდა მიმართ მუნ ერისათჳს ჩემისა და სამკჳდრებელისა ჩემისა ისრაჱლისა, რომელნი განითესნეს წარმართთა შორის და ქუეყანა ჩემი განიყუეს.3. და ერსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი და მისცნეს ყრმანი მეძავთა, და ქალებსა განყიდდეს ღჳნსა წილ და სუმიდეს.4. და რად თქუენცა ჩემდა ტჳროს და სიდონ და ყოველი გალილეაჲ უცხოტომთა ნუ მოსაგებელსა მომაგებთ მე თქუენ, ანუ ძჳრის-ჰმოჴსენეობთ თქვენ ჩემდა, მახჳლად და მსწრაფლ მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა
წინასწარმეტყველება იოველისა თავი 3