მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება მალაქიასი 2:1

1. და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა:2. უკეთუ არა ისმინოთ და უკეთუ არა დაიდვათ გულსა შინა თქუენსა მიცემად დიდება სახელსა ჩემსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვავლინო თქუენ ზედა წყევაჲ და დავწყეო კურთხევა თქუენი და დავწყეო იგი და განვიქარვო კურთხევა თქუენი და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ არ დაიდევით გულსა შინა თქუენსა.
წინასწარმეტყველება მალაქიასი თავი 2
1. და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პჱ მოწყალებისათჳს:

...ურიათა შეჰგვანან, არა ქრისტეანეთა. არამედ არიან აწცა ვიეთნიმე, რომელნი ბევრეულსა მოიტაცებენ და მოიხუეჭენ, და უკუეთუ ათი, გინა ოცი, ანუ თუ ასი დრაჰკანი მისცენ გლახაკთა, ჰგონებენ, თუ შენდობილ არიან ბრალნი მათნი; რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „დაჰფარვიდეს ცრემლითა გლახაკთაჲთა საკურთხეველსა ჩემსა“. არა ჰნებავს ქრისტესა მიღებად ქველისსაქმე ანგაჰრებისაგან. უკუეთუ ესევითარითა სახითა და ესევითართა გზათაგან მიუპყრა მას საზრდელი ანუ საფასე, საძაგელ არს ესე მის წინაშე. უმჯობეს არს ყოვლადვე არამიცემაჲ ქველისსაქმისაჲ, ვიდრე ესევითართა საუნჯეთაგან მიცემაჲ. რამეთუ რაჲ სარგებელ არს სხუათაგან აღებაჲ და სხუათადა მიცემაჲ? უკუეთუ იხილნე ორნი ვინმე, ერთი შიშუელი და ერთი მოსილი, და აღსძუარცო მოსილსა მას და შეჰმოსო შიშუელი იგი, არა ცოდვისა თანამდებ ხარა? ჰე, ჭეშმარიტად ტაცება ეწოდების და ავაზაკება საქმესა ამას.

აწ უკუეთუ რომელი-იგი აღიღე და სხუასა მიეც, ტაცებად შეგერაცხა, ოდეს მეასედი სადმე მონახუეჭისაჲ მისცე გლახაკთა, ქველისსაქმედ უწოდა საქმესა მას? დიდისა სატანჯველისა ღირს არს ესე გულისსიტყუაჲ. ძუელსა შჯულსა შინა უკუეთუ ვინ მკელობელი ანუ ბრმაჲ პირუტყჳ მიიყვანის შესაწირავად, საბრალობელ არნ; და მპარავმან უკუეთუ მისცის უფალსა მის საქმისასა,...

სრულად ნახვა