წინასწარმეტყველება მალაქიასი 3:4
3. და დაჯდეს დნობად და განწმედად ვითარცა ოქროსა და ვეცხლსა და გამოწმიდნეს ძენი ლევისნი და შთაასხნეს იგინი ვითარცა ოქროჲ და ვითარცა ვეცხლი და ყვნენ უფლისა შემწირველ მსხვერპლსა სიმართლისა მიერ.4. და სთნდეს უფალსა მსხუერპლი იუდაჲსი და იერუსალჱმისაჲ, ვითარცა დღენი საუკუნოჲსანი და ვითარცა წელიწადნი წინაპარნი.5. და მოვიყუანნე თქუენდამი მსჯავრისა მიერ და ვიყო მე მოწამე მსწრაფლ მწამლველთა ზედა, და მემრუშეთა ზედა, წამლვათა ზედა, და მრუშებათა ზედა, და მფუცავთა ზედა სახელისა ჩემისათა, ცრუსა ზედა, და დამაკლებელთა ზედა სასყიდელსა მოსასყიდლისასა, და მძლავრთა ზედა ქურივთასა, და დამქენჯნელთა ობოლთასა და განმდრეკელთა მსჯავრსა მწირისასა, და არმოშიშთა ჩემთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,
წინასწარმეტყველება მალაქიასი თავი 3