...ალობა).
აღდგომა ქრისტესი უდიდესი საიდუმლოა, რომლის ჭეშმარიტ სიღრმეს ვერასოდეს შეიცნობს ადამიანის გონება. ეს არის საიდუმლო ჩვენი გამოსყიდვისა და გადარჩენისა;
დღეს ზეიმობს ცა და მიწა, რადგან თავისი აღდგომით მაცხოვარმა სიკვდილი დასთრგუნა. „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ ().
შეიმუსრა ქვესკნელი, დაემხო ბოროტების ტახტი, იხარებენ მართალნი და იშვებენ ქრისტესთან. „სიკუდილითა სიკუდილისა შემუსვრასა ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა, ვუგალობთ მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა“ (ტროპარი, პასექის VII გალობა).
უფალმა განგვიღო თვისი სამყოფელი და მოგვცა შესაძლებლობა, დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი - ვეზიაროთ მარადიულ ცხოვრებასა და დაუსრულებელ ნეტარებას მისსა.
მაგრამ, მზად ვართ, რომ მივიღოთ ეს საოცარი წყალობა? მზად არის ჩვენი გული, რომ იქცეს იგი ტაძრად სულისა წმიდისა, ტაძრად ჭეშმარიტი რწმენისა, შეურყევნელი სასოებისა და უნაპირო სიყვარულისა, სიკეთისა და თანალმობისა?
ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა, რომელთაც სურთ, ისმინონ ღვთის სიტყვა, უფლის მცნებები არის მანათობელი ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ სულიერ სარკეში და დავინახოთ, თუ რ...