წინასწარმეტყველება ზაქარიასი 1:5
4. და ნუ იქმნებით, ვითარცა მამანი თქუენნი, რომელთა ესაჯებოდეს მათ წინაწარმეტყუელნი, წინაპარნი მეტყუელნი: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით გზათაგან თქუენთა ბოროტთა და სიმარჯუეთაგან თქუენთა ბოროტთა. და არ შეისმინეს და არ მოიხილეს შესმენად ჩემსა, - იტყჳს უფალი.5. მამანი თქუენნი სადა არიან და წინაწარმეტყუელნი ნუ უკუნისამდე ცოცხალ იყუნენა?6. გარნა შჯულნი ჩემნი და საშჯულონი ჩემნი შეიწყნარენით, ვითარცა მე ვამცნებ სულითა ჩემითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა, რომელნი ეწინეს მამათა თქუენთა და მიუგეს და ჰრქუეს: ვითარ-იგი განაწესა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ყოფად თქუენდა გზათაებრ თქვენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა, ეგრეთ გიყო თქუენ.
წინასწარმეტყველება ზაქარიასი თავი 1