...უერდსა1 და მკუდარსა მას გუამსა ჰგუემდესვე. ჵ შეგინებული იგი და ბილწი გონებაჲ! არამედ ნუ შეჰშფოთნები, ნუცა მჭმუნვარე იქმნები, საყუარელო, რამეთუ რომელსა იგინი იქმოდეს გონებითა უკეთურითა, იგი ყოველი ჭეშმარიტებასა შეეწეოდა, რამეთუ ესეცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იყო, რომელი იტყოდა: „იხილონ, რომელსაცა უგუმირეს“ (19,37), და შემდგომად ამისა სარწმუნოებისა მიზეზ იქმნებოდა ურწმუნოთათჳს, ვითარ-იგი თომას, და კუალად საიდუმლოჲ საშინელი აღესრულებოდა, რამეთუ „გარდამოეცა სისხლი და წყალი“ (19,34). და არა ლიტონად და ცუდად გამოვიდეს ორნი ესე წყარონი, არამედ ვინაჲთგან ამათ ორთა მიერ არს საიდუმლოჲ ეკლესიისაჲ, და იციან მორწმუნეთა, რამეთუ წყლითა იშვებიან და სისხლითა და ჴორცითა უფლისაჲთა იზარდებიან; ამისთჳსცა წყალსა შევჰრევთ ღჳნოსა თანა და ესრეთ შევსწირავთ მას წმიდასა ჟამისწირვასა, რაჲთა ოდეს მოუჴდებოდით წმიდასა მას ბარძიმსა, ესრეთ შეგუერაცხოს, ვი-თარმცა გუერდსა მას მეუფისასა მივეახლებოდეთ და მისგან მოვიღებდით და ესევითარითა გულისსიტყჳთა მოუჴდებოდით.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (19,35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა სხუათა მიერ მესმა, არამედ თჳთ მუნ ვიყავ და ვიხილე, და ჭეშმარიტ არს ესე. რა...