წინასწარმეტყველება ზაქარიასი 12:6
5. და იტყოდიან ათასისოავნი იუდაჲსნი გულთა შინა მათთა: ვპოვნეთ თავთა თჳსად დამკჳდრებულნი იერუსალჱმს უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, ღმრთისა მათისა.6. მას დღესა შინა დავსხნე ათასისთავნი იუდაჲსნი, ვითარცა მუგუზი ცეცხლისაჲ შეშათა შორის და ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ ლელწამთა შორის, და შესჭამდენ მარჯვენით და მაცხენით ყოველთა ერთა გარემო. და დაიმკჳდროს იერუსალიმმან მერმე თჳსაგან იერუსალჱმი.7. და აცხოვნნეს უფალმან კარვებნი იუდაჲსნი, ვითარცა დასაბამსა, რაჲთა არ განდიდნებოდის სახლი დავითისი და სილაღე მკჳდრთა იერუსალიმისათა იუდას ზედა.
წინასწარმეტყველება ზაქარიასი თავი 12