წინასწარმეტყველება ზაქარიასი 8:2
1. და იქმნა სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, მეტყუელი:2. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე სიონსა და იერუსალიმსა შური დიდი და გულისწყრომასა დიდსა ვეშურვე მას.3. ამათ იტყჳს უფალი: მოვიქცე სიონსა ზედა და დავემკჳდრო შორის იერუსალჱმსა და ეწოდოს იერუსალიმსა ქალაქი ჭეშმარიტი და მთასა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, მთაჲ წმიდაჲ.
წინასწარმეტყველება ზაქარიასი თავი 8