1 მეფეთა 1:2
1. იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა ელკანა, ძე იეროხამისა, ელიჰუს ძისა, თოხუს ძისა, ცუფის ძისა, ეფრათელი.2. ორი ცოლი ესვა: ერთს ერქვა ხანა, მეორეს - ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.3. ყოველ წელიწადს ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან ცაბაოთ უფლისათვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირავად სილოამში, სადაც ელის ორი ვაჟი ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდლები იყვნენ.
1 მეფეთა თავი 1